კვირა, თებერვალი 9, 2025
spot_img
HomeTV„პირველოქტაველები“ - „საზღაპრეთი 2-ის“ პრემიერა

„პირველოქტაველები“ – „საზღაპრეთი 2-ის“ პრემიერა

ბოლნისის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში საგანმანათლებლო-შემეცნებითი, ფერადი და სახალისო მიუზიკლის პრემიერა შედგა. კულტურის სახლთან არსებულმა ბავშვთა და მოზარდთა თეატრ „საზღაპრეთ“2-ის ახალმა თაობამ სპექტაკლი „პირველი ოქტაველები“ ითამაშა. რეჟისორის  თავდაუზოგავმა შრომამ და სცენაზე პატარა მსახიობების მიერ გაცოცხლებელმა წარმოდგენამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

„პირველოქტაველები“ მეშვიდე ცაზე მდებარე მუსიკოსთა  ქალაქ ოქტავიოში განვითარებულ თავგადასავლებზე გვიამბობს, სადაც სხვადასხვა ზღაპრის გმირები  ცხოვრობენ.   ოქტავიოს სკოლაში მიმდინარე აურზაური ცეკვითა და სიმღერით გააცოცხლეს მსახიობებმა. ბოლნისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „საზღაპრეთი-2“ უკვე 40 წელზე მეტია კულტურის სახლის ბაზაზე წარმატებით ფუნქციონირებს. ის არაერთი ჯილდოს და გრანპრის მფლობელია.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები