პარასკევი, თებერვალი 7, 2025
spot_img
Homeბლოგიპირველი სკოლის  პირველ ქალბატონს ირმა   წაქაძეს...

პირველი სკოლის  პირველ ქალბატონს ირმა   წაქაძეს…

„მოსწავლე არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო,

ის ჩირაღდანია რომელიც უნდა აანთო.“

ყველაზე დიდი სიმდიდრე და სიხარული ადამიანი და ადამიანური ურთიერთობებია. ცხოვრებაში გვხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას და ადამიანობას ისეთი გზით გვიზიარებენ, რომ ჩვენს მეხსიერებაში და ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ.

განათლების გზაზე ჩემი მოგზაურობისას,  შევხვდი ბევრ მასწავლებელს პირველი კლასიდან დღემდე და ბევრი მათგანი ძალიან მიყვარს და ყოველთვის მემახსოვრება .

ამ სტატიაში მინდა დავწერო მშვენიერ ქალბატონზე, რომელსაც ყველა იცნობს, ყველა პატივს სცემს და ყველას უყვარს. ქალბატონი, რომელიც ჩემი სკოლის დირექტორი და ამავე დროს ჩემი მასწავლებელია. პირველი სკოლის პირველი ქალბატონი ირმა წაქაძე.

ირმა მასწავლებელს პირველ კლასში შევხვდი. მათემატიკას მასწავლიდა. საგანი რომელიც ასევე მასწავლებლის სიყვარულით შემიყვარდა.  ეხლა მე 8 კლასში ვარ და ფიზიკას მასწავლის. ფიზიკას, რომელიც მოსწავლის სატანჯველ საგნად მიმაჩნდა. თუმცა იმ ერთმა დღემ, იმ ერთმა წუთმა და მისმა ერთმა სიტყვამ, ყველაფერი შეცვალა. შეცვალა ჩემი მიდგომა, განწყობა და ხედვა საგნისადმი.

 სემესტრის ბოლოს ფიზიკას ნიშანზე ვაბარებდი, როდესაც მასთან შევედი სიმწრით ნასწავლი და გაზუთხული ყველა სიტყვა დამავიწყდა, ისე ვნერვიულობდი. მან კი ისეთი თბილი გარემო შექმნა, სიტუაცია განმუხტა, მენდო , წამახალისა და ბოლოს გამოსვლისას მითხრა: მე მჯერა შენი თათი, ვენდობი შენს დაპირებას , შენ შეგიძლია!

და ამ სიტყვებს (რომელიც სულ მემახსოვრება) ჯადოსნური ძალის ეფექტი ჰქონდა. ეს არის ნამდვილი მოტივაციის მაგალითი.

ასეთი სიტყვები მასწავლებელს მოსწავლის გულში და თვალში ყოველთვის საუკეთესოდ  აქცევს.

როგორია ირმა წაქაძე?  ირმა ჩვენი სკოლის სახე , საყრდენი და სიძლიერეა.

ჩემთვის საუკეთესო დირექტორი, რომელსაც უპირობოდ უყვარს თავისი მოსწავლეები და ორიენტირებულია მათ წარმატებაზე. ის დაუღალავად ზრუნავს პოზიტიური სასკოლო კლიმატის შექმნაზე. იგი არამარტო საგნის საფუძვლიანი ცოდნით მიდგომებითაც გამოირჩევა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მას სწორი კომუნიკაცია აქვს მოსწავლეებთან. მე მასში ვხედავ თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ ქალბატონს.

 ირმა წაქაძე თავისი პროფესიონალიზმით ამტკიცებს, რომ ემსახურება ჩვენი ქვეყნის  ხვალინდელ დღეს, მომავალი თაობის აღზრდას. ყველაზე დიდი საქმე, რასაც ასევე აკეთებს, ჩვენი სკოლის ღირსეულ ადგილზე ყოფნა და ღირსეულად წარმოჩენაა. სწორედ მისი ძალისხმევის შედეგია  ტრადიციულად პირველები.

მასწავლებლობა მოსწავლეების ფერხულში ჩაბმა და მუდმივი განვითარებაა. მასწავლებლობა იმაზე მეტია, ვიდრე პროფესია. როდესაც მასწავლებლის დანახვა გაბედნიერებს, საგანი რომც არ გიყვარდეს, ისე გიყვარდება, ვერ იგებ.

დიახ, საინტერესო მასწავლებელი საგანს საინტერესოს ხდის და შესაბამისად სწავლის პროცესიც თავისთავად საინტერესო ხდება.

მე მიყვარს ჩემი პირველი სკოლის, პირველი ქალბატონი. ჩემი მშვენიერი ირმა მასწავლებელი, რომელსაც საოცარი უნარი აქვს, საკუთარ ძალებში დაგარწმუნოს, სტიმული მოგცეს, საგანი შეგაყვაროს და მოტივაცია აგიმაღლოს. მასაც ხომ, ჩვენი სახით, გულწრფელი და მგრძნობიარე შემფასებელი ჰყავს.

ირმა მასწავლებელო გილოცავთ დაბადების დღეს…

მიყვარხართ და ამაყი ვარ  თქვენით…

ჩვენ ძალიან გაგვიმართლა თქვენთან ერთად…

მრავალი წელი გეკეთებინოთ თქვენი საყვარელი საქმე…

სიყვარულით თათია მინდიაშვილი-მასალა მომზადებულია პროექტის ,,ჩემი მასწავლებელიფარგლებში

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები