პაპილომა ვირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ასაკობრივი ზღვარი გაიზარდა

0
108

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში, საჯარო მოხელეებისთვის საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა დამსწრე საზოგადოებისთვის პაპილომა ვირუსის შესახებ მცირე პრეზენტაცია გამართა და დეტალურად ისაუბრა საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მიზეზებზე და  პრევენციულ ღონისძიებებზე.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაპილომა ვირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაიზარდა ასაკობრივი ზღვარი, რომელიც შემდეგნაირად განისაზღვრა: 10-დან 26 წლის მამაკაცებსა და 10-დან 45 წლის ქალბატონებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ა-პე-ვე ვაქცინაცია უფასოდ ჩაიტარონ.

საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ მსურველებს ადგილზე ჰქონდათ შესაძლებლობა უფასო, უსაფრთხო ვაქცინაციით ესარგებლათ.

წინა სტატია„რასაც ფიქრობს, ამბობს, რასაც ამბობს აკეთებს ხოლო რასაც გვასწავლის, იმის შესაფერისად მოქმედებს“
შემდეგი სტატია2024 წლიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა ამოქმედდება

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ