გაზაფხულის პირველი თვეში აღნიშნული ქალთა დღესასწაულები გახდა ინსპირაცია ღონისძიებისა, სახელწოდებით „ცამდე აგიყვანს ფერები, მზესაც კი მიეფერები“, რომელიც ქალთა გენდერული თანაწორობის საბჭოს, გენდერულ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გედნერული საბჭოს ორგანიზებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში, ბოლნისელი ხელოვანის ნონა პაპაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
ნონა პაპაშვილის შემოქმედება მრავალფეროვანია, ის მუშაობს რამდენიმე ტექნიკით, გამორჩეულად სუფთა და ფერთა შეხამების საოცარი ოსტატობით. მის მიერ შექმნილი ბუნების პეიზაჟები, ხასხასა, მრავალფეროვანი ყვავილები, ქალის სილუეტები, გარდამავალ ფერებში შექმნილი ნამუშევრები დროის შეგრძნებას გაკარგვინებს და ფერად სამყაროში გამოგზაურებს. თითოეულ ნამუშევარს საკუთარი ისტორია აქვს, რომელიც თვეების განმავლობაში იწერება. მისი შემოქმედება დამთვალიერებლებმა კარგად შეიგრძნეს და აღფრთოვანებას გამოხატავენ.
მიუხედავად იმისა, რომ ნონა პაპაშვილი ბოლნისელია და ათეული წელია, ხელოვნების ნიმუშებს ქმნის, მისი ნამუშევრები საზოგადოებას არ აქვს ნანახი. თუმცა, მის შემოქმედებას კარგად იცნობენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გამარჯვებულია, საერთაშორისო ფესტივალებზე და მიღებული აქვს არა ერთი ჯილდო. აღსანიშნავია, რომ ნონა არის ინგლისური ენის პედაგოგი და ამ სფეროშიც საკმაოდ წარმატებულია.
ნონა პაპაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა ბოლნისის მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და ის დამთვალიერებელს 1 კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.