ნონა პაპაშვილის მორიგი წარმატება საერთაშორისო კონკურსზე

0
118

ბოლნისის მკვიდრის, პედაგოგისა და ხელოვანის  ნონა პაპაშვილის მიღწევებისა და წარმატებების  შესახებ  როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, გაზეთი „ბოლნისი“ არაერთ ინფორმაციას აქვეყნებდა. ჩვენმა რესპოდენტმა მორიგ წარმატებას მიაღწია, საერთაშორისო ხელოვნების ასოციაცია  ,,Universal Brush society”-ის  მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კუნკურსში (ცენტრალური ამერიკა, კოსტა-რიკა)  10 საპრიზო ადგილიდან, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას გულისხმობდა, ტექსტილის კატეგორიაში ნონას ნამუშევარმა  ,,ვარდები,“  დაიმსახურა პირველი ადგილი და დაჯილდოვდა  ,,Master Brush excellence international award”-ით (ფუნჯის ოსტატის ბრწყინვალების საერთაშორისო ჯილდო).

ნონა პაპაშვილი:

,, უკრაინელმა მეგობარმა შემომთავაზა მონაწილეობა მიმეღო აღნიშნულ კონკურსში. თითოეული გამარჯვება ჩემთვის მნიშვნელოვანია და დიდი სტიმულია.   რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აქტიურად ვიღებ მონაწილეობას გამოფენებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ( როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ გამოფენებშიც).

24 -25 აგვისტოს მონაწილეობას ვიღებ ,,არტ მეგობრების“ ჯგუფურ საზაფხულო გამოფენაში ( თბილისი არტ გალერი).  ასევე,  26.08 -10.09 ჩათვლით ჩემი ორი ნამუშევარი მონაწილეობას იღებს იტალიაში , სიცილიაში, მონტერესო ალმოში საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენაში. 23-30 სექტემბრს  ორი ნამუშევარი წარმოდგენილი იქნება იტალიაში, სიცილიაში, ( აკატა) ბისკარის პრინცების სასახლეში საერთაშორისო გამოფენაზე.   12- 16 სექტემბრის ჩათვლით მონაწილეობას ვიღებ იტალიაში , რომში First Wish Art Gallery -ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენაში Venanzo Crocetti -ის მუზეუმში.

წინა სტატიაქვემო ქართლის რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტისათვის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დამატებით ტრანშის ფარგლებში 2 300 000 ლარის ოდენობით თანხა გამოყო
შემდეგი სტატიაადგილობრივი თვითმართაველობის პროგამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ