პარასკევი, მაისი 1, 2026
spot_img
HomeTVმურო გაგოშიძე ბოლნისში მოდერნიზებული სპექტაკლით წარსდგა

მურო გაგოშიძე ბოლნისში მოდერნიზებული სპექტაკლით წარსდგა

მურო გაგოშიძე და „ცეკვის ლაბორატორია“ ბოლნისის თეატრში ახალი, მოდერნიზებული ქორეოგრაფიით წარსდგნენ. დასმა მაყურებელს სრულიად ახალი, თანამედროვე კომპოზიცია წარმოუდგინა, რომელიც ინოვაციური, პლასტიკური და ქორეოგრაფიის სხვადასხვა ელემენტების შერწყმით გამოირჩეოდა.

ერთმოქმედებიან სპექტაკლში წარმოდგენილ სინთეზს, ტრადიციული მოძრაობისა და თანამედროვე შესრულების პლასტიკას, კიდევ უფრო მისტიურს და ენერგიულს, ნიაზ დიასამიძის , ლელა ნაყეურის, ირაკლი მენაღარიშვილისა,მურო გაგოშიძის და ჯგუფ „რეგიონის“ და ,,ჩვენებურების ” მუსიკალური კომპოზიციები ხდიდა.

ქორეოგრაფიული სპექტაკლი, ბოლნისის თეატრის სცენაზე, საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელსაც მაყურებლის ემოციები და მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები