პარასკევი, აპრილი 18, 2025
spot_img
Homeსპორტიმუნიციპალიტეტის მერმა ბოლნისელ სპორტსმენებს კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატება მიულოცა

მუნიციპალიტეტის მერმა ბოლნისელ სპორტსმენებს კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატება მიულოცა

ქალაქ სენაკში კიკბოქსინგში საქართველოს 30-ე საიუბილეო ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა სოფელ ქვემო არქევანიდან ექვსმა სპორტსმენმა მიიღო. სამმა სპორტსმენმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ორმა სპორტსმენმა კი მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატება სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს, შახინ ბახტიაროვს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირადად მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი სპორტსმენებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რასულ ბახტიაროვთან ერთად შეხვდა.

„გილოცავთ საქართველოს ჩემპიონატში მიღწეულ წარმატებას. მჯერა, მომავალში ჩვენს მუნიციპალიტეტს კიდევ არაერთხელ ასახელებთ. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის პროცესში სპორტის ხელშეწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი თვითმმართველობა ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წარმატებას და ამ შედეგებისთვის თითოეულ თქვენგანსა და მწვრთნელს დიდ მადლობას გიხდით“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები