მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს

0
134

 პრობლემა, რომელიც მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების მოწესრიგება-მოასფალტებას უკავშირდება, გვარდება. მიმდინარე წელს დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს, პრობლემის  გადასაჭრელი ღონისძიების გატარება. სამუშაოები მხარის გუბერნატორმა გიორგი დოხტურიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად მოინახულა.

ქალაქ ბოლნისში, აღმაშენებლის ქუჩაზე 9 მრავალსართულიანი ბინის ეზო კეთილმოეწყო, ამ ეტაპზე კი სამუშაოები კიდევ 3 კორპუსის ეზოში მიმდინარეობს.  შიდა ეზოების მოასფალტების სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 571 900  ლარს შეადგენს. აღსანიშავია, რომ  სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება და მთლიანად მოიცავს ბოლნისის მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოებს.

წინა სტატიამარნეულში  ციფრული სოციალური საწარმო გაიხსნა
შემდეგი სტატია,,არტ-სკოლამ“ ბოლნისში   სტარტი აიღო

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ