ტრადიციულად ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს საახალწლო ნობათები ურიგდებათ. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან იროდი უგრეხელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილთან და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილთან ერთად, მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს საახალწლო ნობათები გადასცა და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა. ნობათები გადაეცათ ასევე ,,შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც. ნობათის ჯამური ღირებულება 70 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ამ ოჯახების ყოველდღიურ კვებას.