ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად, ააიპ „სათნოების სახლისა“ და შინმოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს, სააღდგომო ნობათები გადასცა და დამდეგი დღესასწაული მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტს არაერთი სოციალური პროგრამა აქვს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის, რითაც წლების მანძილზე მრავალმა ოჯახმა ისარგებლა.