ბოლნისის მუნიციპალიტეტის №5 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგს მზია გაფრინდაშვილს „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება მიენიჭა. მზია გაფრინდაშვილი 1987 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა და მან ამ ხნის მანძილზე არა ერთი წარმატებული თაობა აღზარდა. იგი დღემდე ზრუნავს მოსწავლეთა განვითარებაზე და აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში.
დამსახურებული მასწავლებლის წოდება, მუნიციპალიტეტის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა პირადად მიულოცეს, სიგელი, სამკერდე ნიშანი და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.
შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სამუშაო ოთახში გაიმართა, რომელსაც საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და აღნიშნული სკოლის დირექტორი ესწრებოდნენ.