პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

მარნეულში  ციფრული სოციალური საწარმო გაიხსნა

„ტექგოგო“  ჰქვია პირველ სოციალურ საწარმოს, რომელიც მარნეულის პროფესიულ კოლეჯ „მოლუსში“ ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით გაიხსნა.

 „ტექგოგო“ სოციალური საწარმოების ეკოსისტემაში პირველი უნიკალური მოდელის მქონე ციფრული სააგენტოა, რომლის მიზანია, ქვემო ქართლში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიების დაუფლების ხელშეწყობა. „ტექგოგო“ ციფრულ სკოლასა და სააგენტოს აერთიანებს, რომლის მისია დასაქმების ბაზარსა და ციფრული პროფესიული განათლების სივრცეში, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნაა.

პროექტი ერთი თვეა ხორციელდება და ამ ეტაპზე 12 ქალი გადის გადამზადებას ყველაზე მოთხოვნად ციფრულ პროფესიებში. მათ 6 თვის განმავლობაში მენტორები გადაამზადებენ. სწავლის კომპონენტი შეიცავს ასევე სტაჟირებას სარეკლამო სააგენტოებში. პროექტის მონაწილეები მარტოხელა დედები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები