ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „შეიმეცნე შენი სამშობლო საქართველო“დასკვნითი ღონისძიება გაიმართა , რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ასოციაცია ,,აიელის” საორგანიზაციო საბჭოს მოწვევით ჩატარდა, პროექტი 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დაიწყო და ათ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მოიცავდა ,კონფერენციის იდეის ავტორი გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის დამფუძნებელი ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანია. კონფერენცია მიზნად ისახავს მსოფლიოში მიმოფანტულმა ქართველმა მოზარდებმა, საგანმანათლებლო პროექტის მეშვეობით მოძებნონ, შეისწავლონ და გააანალიზონ, შეადარონ მოკვლეული მასალები უძველესი ქართული ცივილიზაციის შესახებ, გაავრცელონ მოპოვებული მასალები და აღადგინონ კულტურულ- ისტორიული მეხსიერება.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდები, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო თუ კერძო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. დასკვნით ღონისძიებაში ჩართული იყო 450-მდე მონაწილე. მათ, შორის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ელჩი – აიელი რაინდი’’ ეწოდათ.
,,უღრმესი მადლობა ძვირფასო მოსწავლეებო,მონდომებისთვის, გულმოდგინედ სწავლისთვის, მაღალი შეგნებისა და პასუხისმგებლობისთვის, იმ ხარისხისთვის, რომლითაც ეწაფებოდით ცოდნას და ასრულებდით დავალებებს! მადლობა თქვენს მშობლებს თანადგომისთვის!
4 აგვისტოდან თქვენ გეწოდათ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ელჩი – აიელი რაინდი, რაც გაკისრებთ კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას, თქვენ ხართ საქართველოს სახე ყველგან და ვალდებულება გაკისრიათ ღირსეული ქცევით, სწავლით, მაღალი მორალითა და ღირებულებებით ემსახუროთ საქართველოს, უდიდესი მადლობა კონფერენციის სულის ჩამდგმელს ლიანა გოგრიჭინი-ჯიქიას,ეკა კარტოზიას და მთელ საორგანიზაციო ჯგუფს.
’’-აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა და პედაგოგმა ნინო დევნოზაშვილი-შაინიძემ