ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
spot_img
HomeTVკულტურის სახლში საანგარიშო-შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კულტურის სახლში საანგარიშო-შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

13 ივნისს, ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე, საანგარიშო-შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ბოლნისის კულტურისა ცენტრის დაქვემდებარებაში არსებული ქ.ბოლნისის, დაბა  კაზრეთის,  სოფლების რატევანისა და ქვეშის კლუბების სახელოვნებო და გამოყენებითი მიმართულების სტუდიები, წრეები და პროფესიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ფოიეში, ხელნაკეთი ნივთების და აქსესუარების გამოფენა მოეწყო.

სხვადასხვა სახელოვნებო დარგის, ხუთასამდე მონაწილემ, დამსწრე საზოგადოებისთვის, მთელი წლის განმავლობაში შესწავლილი, დამუშავებული და განახლებული ფოლკლორული, ქორეოგრაფიული, მუსიკალური და მხატვრული ნომრები შეასრულეს, რასაც მოწონება და მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. ღონისძიება ბოლნისში მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ხელშეწყობით გაიმართა, რომელსაც კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები