„გრინვეიმ“ ბოლნისში საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა. კომპანიის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ საზოგადოებას პროდუქციის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ,,ცხოვრება ქიმიკატების გარეშე” – ეს არის კომპანიის ის ძირითადი გზავნილი, რითაც მეშვიდე წელია მსოფლიო ბაზარზე საკუთარ ნიშას იკავებს. „გრინვეი“ რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. მისი ხაზია როგორც სახლის და ავეჯის მიმართულება, ასევე ადამიანისთვის სასიცოცხლო ბიო დანამატები, ნატურალური კოსმეტიკა და ორიგინალი სუნამოები. „გრინვეი“ 53 ქვეყანაში ფუნქციონირებს და ათასობით ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
კომპანია ,,გრინვეიმ” ბოლნისში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
მსგავსი სტატიები