კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ლიეტუაში მიემგზავრებიან

0
429

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანის“ მეთორმეტე კლასის ორი მოსწავლე ნინი უგრეხელიძე და მაია მარტიაშვილი, ათდღიანი ვიზიტით, ლიეტუაში გაემგზავრებიან. მოსწავლეები Erasmus+ მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, არაფორმალური განათლების მიმართულებით, ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებში. Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა, რომელიც განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში, ევროპის ქვეყნებში, აწარმოებს  გაცვლით პროგრამებს.

„ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებასთან კერძო სკოლა „დავითიანმა“ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია არაფორმალურ განათლებაში მოსწავლეთა უნარების განვითარება, ასევე სხვადასხვა პროექტებისა და აქტივობების განხორციელება. მემორანდუმის ფარგლებში ჩართულები არიან სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეები, რომლებიც მოკლევადიან გაცვლით პროგრამაში იღებენ მონაწილეობას, პირველ ეტაპზე ორი მოსწავლე მიემგზავრება ლიეტუაში,“ აღნიშნა სკოლა „დავითიანის“ ხარისხის მართვის მენეჯერმა ბელა უგრეხელიძემ.

წინა სტატიაგოგი მეშველიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს,ბოლნისში არსებულ გამოწვევებზე კითხვით მიმართა
შემდეგი სტატიაპირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება