ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
spot_img
HomeTVკახის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრი                                ბოლნისში

კახის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრი                                ბოლნისში

ექვს დეკემბერს კახის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრი ბოლნისს ეწვია  და კულტურის სახლის სცენაზე ბოლნისელი მაყურებლისთვის სპექტაკლი ,,პაემანი წარსულთან ანუ დედაჩემი ყველაზე ლამაზია,’’ ითამაშა.  სპექტაკლი, რომელიც  პირველად 2015 წელს დაიდგა, საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. დასი ჰერეთის უძველეს საქართველოს ისტორიულ კუთხეში ცდილობს ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებას. აღნიშნული გასტროლიც   მიზნად მოძმე ერის გაცნობა- დამეგობრებას  ისახავს.

კახის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრი 1981 წელს ალიბეგლოს კულტურის სახლთან დრამატულ წრედ ჩამოყალიბდა,  მოგვიანებით  მას ილია ჭავჭავაძის სახელობის სახალხო თეატრის სტატუსი მიენიჭა, 2006 წელს კი  სახელმწიფო წოდება მიიღო. თეატრმა საინტერესო და რთული გზა განვლო,  მის რეპერტუარშია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დრამატურგების ნაწარმოებები.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები