ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტების მერების აქტიური მხარდაჭერით, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, ქვეყნის ყველა რეგიონში ტარდება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი. ღონისძიება ორგანიზებულია კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას და ნარკოტიკზე უარის თქმის მოტივაციას სპორტის ძალით.
ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით და მოიცავს როგორც მუნიციპალურ, ისე რეგიონულ დონეზე ჩატარებულ თამაშებს. თითოეული რეგიონის გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში.