ბოლნისის იოანე ბოლნელის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ,,ბრეინ-რინგი’’, რომელშიც ჩართული იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული 6 სკოლა. აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეთა შორის წიგნიერების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა ინტეგრაცია.
სტუმრად მოწვეული იყო მწერალი თეა გეთიაშვილი, რომელიც აქტიურად ჩაერთო ღონისძიებაში, მოსწავლეებს გაუზიარა თავისი დამოკიდებულება წიგნის მიმართ და ზოგადად, წიგნიერების სიკეთეზე.
პროექტის ორგანიზატორები იყვნენ რატევნის საჯარო სკოლისა და მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები ნონა მარტიაშვილი და იზი არზუმანიდუ , ასევე ,,საკვირაო სკოლის’’ მონაწილე მოსწავლეები.
,,მადლიერებას გამოხატავთ მთავარი ბიბლიოთეკის, ჩართული სკოლებისა და ქალბატონ თეა გეთიაშვილის მიმართ ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისათვის”-აღნიშნა პედაგოგმა ნონა მარტიაშვილმა.
აქტივობა განხორციელდა რატევნის საჯარო სკოლისა და მე-5 საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია, პროექტის “ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება ქვემო ქართლის რეგიონში“, რომელსაც ახორციელებს ახალგაზრდული ქსელი „თაობა“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში.