ბოლნისის კულტურის და დასვენების პარკში თითების თეატრი გაიმართა, იქ მისულ მაყურებელს განსხვავებული სანახაობა დახვდა. კოსტუმირებული თითები, მუსიკის თანხლებით, ტექსტის გარეშე სხვადასხვა ეტიუდებს თამაშობდნენ, რომელიც ყველა სეგმენტის მაყურებელზე იყო გათვლილი. ჩვენება ღია ცის ქვეშ „თეატრმობილში გაიმართა“.
თითების თეატრი, ბესიკ კუპრეიშვილის ხელმძღვანელობით, 1991 წელს ქალაქ ბათუმში დაარსდა. 2004 წლიდან კი თეატრმა თბილისში განაგრძო ფუნქციონირება, ამ პერიოდიდან არა ერთი სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების წარმოდგენა განახორციელა.
წარმოდგენა ბოლნისში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსის „დედაქალაქის პროფესიული თეატრები – რეგიონებში-საგასტროლო ხარჯების ხელშეწყობით“ და ადგილობრივი მერიის მხარდაჭერით გაიმართა.