სამშაბათი, დეკემბერი 10, 2024
spot_img

თეატრალური ფესტივალი და სიყვარულით სავსე  მაყურებელი

თბილისში  თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საყმაწვილო თეატრალური კვირეული ჩატარდა, რომელსაც თბილისის საბავშვო მუსიკალური თეატრი „ჭინჭრაქა“ მასპინძლობდა. კვირეულში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ბოლნისისა და მცხეთის საბავშვო- საყმაწვილო თეატრებმა.

პირველი დღე ბოლნისის კულტურის ცენტრის საბავშვო თეატრს „საზღაპრეთი 2“ დაეთმო, (ხელმძღვანელი იზო ნიავაძე), რომელმაც სპექტაკლი „ოცნება და სინამდვილე“ წარმოადგინა (თ. ჭილაძის  „თავფარავნელის ბალადის“ მიხედვით).

ბოლნისის სპექტაკლს თბილისის 124-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ, მათ პატარა მსახიობებთან ფოტოები გადაიღეს და თეატრის სხვა სპექტაკლების ნახვის სურვილიც გამოთქვეს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია თეატრისთვის უცხო გარემოში საკუთარი ძალების მოსინჯვა, ცნობადობის ამაღლება და უბრალოდ, ჩვეულებრივი დღის დასამახსოვრებელ დღედ გადაქცევა.

მადლობა ყველას ხელშეწყობისთვის. კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი ჩაიწერა თეატრ „საზღაპრეთი-2-ის“ ისტორიაში. თბილისის 124-ე საჯარო სკოლის პედაგოგებმა სითბოთი სავსე სიტყვები არ დაიშურეს ჩვენთვის.“-აღნიშნა,,საზღაპრეთი 2’’ ხელმძღვანელმა  იზო ნიავაძემ.

-ნანა ბუცხრიკიძე:

-სპექტაკლი საოცარი არტისტიზმით იყო გაჯერებული, სამსახიობო ხელოვნება უმაღლეს დონეზე იყო ნაჩვენები, ახალგაზრდა მსახიობებმა შესანიშნავად მოახერხეს  ემოციებისა და გრძნობების მოტანა მაყურებლამდე. მადლობა რეჟისორს, რომელიც ნათელ მომავალს უქმნის ჩვენს ახალგაზრდა თაობას.

ნატო ავალიანი:

  -მოსწავლეებთან ერთად დავესწარი სპექტაკლს, საოცარი შესრულება იყო, სპექტაკლი ძალიან მოგვეწონა, ქალბატონ იზოს მინდა ამ შრომისთვის მადლობა გადავუხადო, ის დიდი ხანია ამ საქმეს ემსახურება და მოსწავლეებს აზიარებს დიდ ხელოვნებას.

ელენე გველესიანი:

-მადლობა ქალბატონ იზოს და მის პატარა მსახიობებს ჩვენი მოსწავლეების დღის ზეიმად გადაქცევისთვის, უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭეს, წარმატებებს ვუსურვებ მათ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები