ბოლნისის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული სახალხო ანსამბლი ,,თამარიონი“, მიმდინარე წლის 30 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, მონაწილეობას ღებულობდა ბულგარეთის ქალაქ ნესებრში 23-ე საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალ-კონკურსში ,,რავდა“, რომლის ორგანიზატორი იყო კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო. კონკურს-ფესტივალში, რომელიც რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, ,,თამარიონი’’ ბოლო ეტაპზე 7 ცეკვით ჩაერთო. ჟიურის გადაწყვეტილებით ანსამბლი ფესტივალ-კონკურსის გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი გახდა.
ვალია პეშკოვა, ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი: საქართველოდან 46 კოლექტივი იყო ჩამოსული, ჩვენ სიხარულით დავაჯილდოვეთ „ თამარიონი“ გრანპრით, განსაკუთრებული მოქცევისთვის და ინტელიგენტურობისთვის, გადავეცით დიპლომები, სიგელები, საჩუქრები, სუვენირები, ასევე ხის თეფშები, რომელიც სათითაოდ მოხატა მხატვარმა და არის ეროვნული სიმდიდრე, აგრეთვე მუსიკალური დისკი, რომელზეც ჩაწერილია 6 წლის ბავშვის სიმღერები, რომელმაც აიღო გრანპრი და ჩვენთვის უნიკალურია.