პარასკევი, ნოემბერი 15, 2024
spot_img

„ეს ქვეყანა შენია“ კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კამპანიის „ეს ქვეყანა შენია“ ფარგლებში,  2023 წლის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს დღეს დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლაში.

პროექტის ფარგლებში, მონაწილე ახალგაზრდებს გარკვეულ საკონკურსო ვადებში უნდა მოემზადებინათ თემა – საქართველო ევროპაა! სწორედ აღნიშნული კონკურსის რეგიონალური გამარჯვებულები გახდნენ დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ნოუთბუქები და სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი კამპანიას „ეს ქვეყანა შენია“, ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა ახალგაზრდებში.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები