სიონის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ ბესარიონ სულხანიშვილის ინიციატივით, საერთაშორისო ორგანიზაცია „ემაუს საქართველომ“ საქველმოქმედო აქცია გამართა. სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ორგანიზაციის წევრებმა სურსათი და ტანსაცმელი გადასცეს. აქცია, კვირის ბოლომდე, სიონის ტაძრის ეზოში გაგრძელდება და მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ აღნიშნული შეთავაზებით. საქველმოქმედო ორგანიზაცია „ემაუს საქართველო“ დევიზით „დამეხმარე, რომ დავეხმარო“ 2016 წლიდან ეწევა საქმიანობას და მსოფლიოს ქვეყნებს შორის რიგით 41-ე ორგანიზაციაა, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში 2200-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს.