დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისში დასუფთავების აქცია მოეწყო

0
142

სოფელ მუშევანისა და ქვეშის ციხის მიმდებარე ტერიტორია  დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, პირველ მოადგილესთან, მერიის სამსახურების და კომუნალური მეურნეობის თანამშრომლებთან ერთად სტიქიური ნარჩენებისგან გაასუფთავა. აქცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების მხარდაჭერით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ სკოლების ეკოკომიტეტის მოსწავლეებიც. დასუფთავების ღონისძიების მიზანია, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება სუფთა გარემოს შენარჩუნებისთვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის  ღონისძიებებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, სისტემატურად ახორციელებს.

წინა სტატიასაქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკები ახალ შენობაში განთავსდა
შემდეგი სტატია,,არემჯის’’ მხარდაჭერით, პატარა ყოჩების სარაგბო გუნდი მონაკოში გაემგზავრება