ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
spot_img

დავით შერაზადიშვილი სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს დაესწრო

ჟვანიას სკოლამ 15 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში 2019 წლის საქმიანობის ანგარიში და 2020 წლის სამოქმედო სტრატეგია წარადგინა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიში და 2020 წლის სამოქმედო სტრატეგია წარმოადგინა.

2019 წელს ჟვანიას სკოლამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, გაზარდა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის გეოგრაფიული არეალი, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა. სულ გადამზადდა ეროვნული უმცირესობის 4 000-მდე წარმომადგენლი.

ჟვანიას სკოლის 15 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ჟვანიას სკოლას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც განვითარდება სასწავლო რესურსები, შემუშავდება და განხორციელდება ერთობლივი სატრენინგო პროგრამები ქართველი და პოლონელი საჯარო მოხელეებისათვის, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას.

,,დღეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დავესწარი. ჟვანიას სახელობის სკოლას დიდი წვლილი შეაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების საქმეში. 2019 წელს 5 სოფელში ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფი გაიხსნა, რომელშიც 127 მსმენელი ირიცხება. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გაცნობიერებული ამ ორგანიზაციის მნიშვნელობა და მასთან აქტიურად თანამშრომლობს, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროს განვითარებას უწყობს ხელს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები