[:en]დავით შერაზადიშვილი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს[:]

0
76
[:en]

“მსურს მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს განაპირობებენ, პროფესიული დღე მოვულოცო. პედაგოგის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლოა, რადგან ისინი ახალი თაობის ღირებულებით სისტემას ქმნიან. ბავშვისთვის განათლების მიცემა, მის ინდივიდად, შემდგარ პიროვნებად ქცევა დიდი ხელოვნებაა და ამ ხელოვნების შემოქმედებს განსაკუთრებული დაფასება სჭირდებათ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას ნათლად იაზრებს და ცდილობს მასწავლებლების ხელშეწყობისთვის არაერთი პროექტი განახორციელოს. კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენ პროფესიონალი მასწავლებლები გვყავს და ისინი ყველა გამოწვევას წარმატებით უმკლავდებიან, ამ დიდი პროფესიონალიზმისთვის მთელი გულით მადლობას გიხდით.
ჩვენო ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ არასოდეს დაგეკარგოთ მოტივაცია ჩვენ ქვეყანას ჰუმანური და განათლებული თაობები აღუზარდოთ.”- დავით შერაზადიშვილი.

[:]
წინა სტატია[:en]„დიდგორელის“ ფარგლებში ქვემო ქართლის სკოლის მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო შეხვედრები მოეწყობა[:]
შემდეგი სტატია[:en]„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფორმატის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ