საქართველოს პარლამენტის საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნიის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სამხედროებს საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს.
„გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! მინდა ეს დღე მივულოცო ყველა სამხედროს, რომლებიც პატრიოტიზმითა და პროფესიონალიზმით ემსახურება და ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას! მქონდა პატივი ვყოფილიყავი ერთ-ერთი თქვენგანი და როგორც ჯარისკაცი ვმდგარიყავი ქვეყნის სადარაჯოზე. პატივს მივაგებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას და ქედს ვიხრი მათ წინაშე. „- განაცხადა გოგი მეშველიანმა