[:en]გოგი მეშველიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს[:]

0
75
[:en]

,,მსურს გამოვეხმაურო ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს, მე ვმალავ ჩემი მეუღლის ავტომობილს.ცალსახაა, რომ ჟურნალისტს სიუჟეტზე არაპროფესიონალურად აქვს ნამუშევარი, მან სათანადოდ არ შეისწავლა ფაქტები , არ გადაამოწმა ინფორმაცია, ან უბრალოდ მიზანმიმართულად, ცილისმწამებლური კამპანიით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩემი მეუღლე ნანა ბარაბაძე ამ ეტაპზე ავტომობილს არ ფლობს. მან 2017 წელს ნამდვილად შეიძინა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი საბანკო ავტოგანვადების დახმარებით, რაც ასევე ასახულია ჩემს მიერ წარდგენილ დეკლარაციებში, თუმცა, აღნიშნული ფაქტი დამალა სიუჟეტის ავტორმა, ისევე, როგორც ის გარემოება, რომ ჩემმა მეუღლემ, ეს ავტომობილი დაახლოებით 5 თვის წინ გაასხვისა და მის საკუთრებაში აღარ ირიცხება.”განაცხადა ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.

[:]
წინა სტატია[:en]ბოლნისის ეპარქიის ჩოხოსანთა სადროშომ ადმინისტრაციული სტრუქტურა შეიმუშავა და სრულიად ეპარქიის მმართველობითი ორგანო ჩამოაყალიბა[:]
შემდეგი სტატია[:en]ბოლნისის სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ