ხუთშაბათი, ნოემბერი 14, 2024
spot_img

გაძლიერდით ელექტრონულ კომერციალიზაციაში

პროგრამა – „უსაფრთხო ონლაინი“ ეხმარება სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულ მეწარმე ქალებს ონლაინ ბიზნეს საქმიანობის  უსაფრთხოდ და ეფექტიანად განხორციელებისთვის. ელექტრონული კომერციალიზაციის საკითხებში  ქალების ცოდნისა და უნარების გაძლიერება შესაძლებელი იქნება პირისპირ ჩატარებული ტრენინგებითა და  პროგრამის ფარგლებში შექმნილი ონლაინ სასწავლო პორტალით – www.safeonline.ge

 პროგრამის ფარგლებში შემუშავდა ელექტრონული კომერციალიზაციის სასწავლო კურსები, რომლის მეშვეობით მეწარმე ქალები  გაიღრმავებენ ცოდნასა და უნარებს ონლაინ მარკეტინგის, ელექტრონული გაყიდვების და სხვა ელექტრონული ბიზნეს საქმიანობის მართვის შესახებ. მონაწილეებს გადაეცემათ მერსი ქორფსის სერტიფიკატი.

 2023 წლის სექტემბრიდან – 2026 წლის სექტემბრამდე, მერსი ქორფსის წარმომადგენლობამ საქართველოში დაიწყო 3 წლიანი პროგრამა საქართველოსა და სომხეთში – „უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას ციფრული ტრანსფორმაციის დემოკრატიზაციისა და ბიზნესში ქალების ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზით.

პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და ხორციელდება მერსი ქორფსის მიერ.

პროგრამის ”უსაფრთხო ონლიანი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიაში” პარტნიორი ორგანიზაციებია: საქართველოში – სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD), ხოლო სომხეთში – გავლენის ინოვაციების ინსტიტუტი (IMINI).

#უსაფრთხო ონლაინი #MercyCorps #safeonline #ქალთა გაძლიერება

#ქალთა გაძლიერებციფრულ ეკონომიკაში

 #ციფრულიეკონომიკა #tfgbv #MercyCorpsGeorgia

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები