ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
spot_img

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, წყლის მოხმარების, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება, მათი ინფორმირებულობის გაზრდა სანიტარულ ნორმებზე, ჰიგიენაზე და მომხმარებლის უფლებებზე.

კამპანიის ფარგლებში მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოს 8 მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი, იქ სადაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურბანული სერვისების გაუმჯობესების პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანია სოციალური და ეკონომიკური განვითარების ოპტიმიზაცია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესების გზით.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები