ქალაქ რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული 18 წლამდელთა ნაკრები სომხეთის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა. ძლიერ მეტოქესთან ამხანაგური მატჩი ქართველთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანი ბოლნისელი ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი იყო.
,,რა თქმა უნდა, ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი, ბოლო 5 წუთში 3 გოლი გავიტანეთ და საკმაოდ ძლიერი მეტოქე 3:2 დავამარცხეთ. ამ თამაშმა შეგვმატა დიდი გამოცდილება და თავდაჯერებულობა. 18 წლამდელთა ნაკრებამდე ბოლნისის „სიონის“ ასაკობრივ გუნდში ვთამაშობდი. პროფესიული ზრდისთვის მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელს ავთანდილ გაბრიჭიძეს,“აღნიშნა გუნდის კაპიტანმა, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილმა.
გაზეთი ბოლნისელ ახალგაზრდა ფეხბურთელს უსურვებს წარმატებებს, მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კი ვრცელ ინტერვიუს ბეჭდური ვერსიის შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ – გაზეთი ,,ბოლნისი“.