ბოლნისში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს

0
203

დღეს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში 9 აპრილის მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების ხსოვნას.. კულტურის სახლის ორგანიზებითა და კულტურის სახლთან არსებული გუნდების ჩართულობით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობა მოეწყო, რის შემდეგაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან და მერის მოადგულესთან  ბუბა გობეჯიშვილთან ერთად, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მოწყობილი მემორიალი.

1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამიუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა სასტიკად დაარბიეს. თავისუფლების მოთხოვნას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ასობით მოქალაქე კი მოიწამლა.  ეს დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.  მას შემდეგ, ყოველი წლის 9 აპრილს, პატივს მივაგებთ თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას.

წინა სტატიამართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
შემდეგი სტატიასასკოლო პროექტი „დიდგორელი“ ბოლნისში მეორედ ტარდება

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ