ბოლნისში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასრულების პირასაა აკაკი წერეთლის, 500 ბოლნელისა და ანზორ ოჩხიკიძის ქუჩები. სამივე ქუჩა, პროექტის გათვალისწინებით, ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება, დამონტაჟდება ლედ სანათები და მოეწყობა სანიაღვრეები. ჯამში, მიმდინარე წელს, ქალაქში 8 ქუჩა განახლდება,სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით და რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივმა ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.
პოპულარული სიახლეები
16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას ქართული ოცნების ბოლნისის ქალთა ორგანიზაციაც შეუერთდა და დღეს, მერიის წინ, მცირე პერფორმანსი გამართა.ნარინჯისფერი ბუშტებით, გულსაბნევებით,ბოლით, და ფლაერების დარიგებით, ...