„გახსოვდეს შენი წარსული“ ამ იდეის მატარებელი ღონისძიება გაიმართა სოფელ მარტყოფში. საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით დღესასწაულმა მასშტაბური სახე მიიღო. მესამე წელია მათი თაოსნობით მრავალფეროვანი სანახაობები ეწყობა. დამსწრე საზოგადოებამ მარტყოფის ბრძოლა და ბრწყინვალე გამარჯვება კიდევ ერთხელ გაიხსენა.
დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებამ ქვემო ქართლის სადროშოების მიერ წარმოდგენილი საქართველოს კულტურა ,ღონისძიებების სახით იხილა, საესტრადო სიმღერებით, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრებით, მათ საქართველოს კუთხეებში იმოგზაურეს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ძველი ქართული იარაღები. გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლა ხრიდოლში. საღამო ჩოხოსანთა საპატიო წევრების დაჯილდოებით დასრულდა.
მარტყოფობის დღესასწაული, რომელსაც ტრადიციული სახე მიეცა, მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღების ღირებულებებისა და ტრადიციების პოპულარიზაციას.