ბოლნოსის მუნიციპალიტეტის ძიუდოს დარბაზში, 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული საბა დადვანის სახელობის ტურნირი ძიუდოში საზეიმო ვითარებაში, ქორეობრაფიულმა ანსამბლმა,,სიონმა’’ გახსნა, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
საერთაშორისო ტურნირს ბოლნისი მეთორმეტედ მასპინძლობს. ჩემპიონატში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან 20 წონით კატეგორიაში, 2008 – 2009 და 2010-2011 წლებში დაბადებული ორასამდე ჭაბუკი იასპარეზებს. საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭიდაობა ძიუდოში ორ დღიანია, რომელიც ხვალ 12 დეკემბერს დასრულდება. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდებიან, საბა დადვანის სახელობის თასი კი წელს 50 წონით კატეგორიაში მოასპარეზე, ტექნიკურად ყველაზე გამართულ და სწორად შესრულებული ილეთების მქონე მოჭიდავეს გადაეცემა, რომელსაც მსაჯების გამოავლენენ. შეგახსენებთ რომ საბა დადვანი წარმატებული ძიუდოისტი იყო, ის მრავალი ტურნირის ჩემპიონი და პრიზიორი იყო.