ბოლნისში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

0
158

საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, პროფესიული კოლეჯის მშენებლობას ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს  დირექტორი ლევან სუხიტაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, მხარის გუბერნატორთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 პროექტის ფარგლებში 150 სტუდენტეზე გათვლილი 3 სართულიანი შენობა სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, სასწავლო კომპლექსი აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით და მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეებს, რომლის საერთო ღირებულება 6 700 000 ლარს შეადგენს.

ბოლნისში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს, რომელიც 2024 წლის ბოლოს შევა ექსპლოატაციაში და მსურველებს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლა შეეძლებათ.

წინა სტატია,,საბაობა2023”
შემდეგი სტატიაგოგი მეშველიანი: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნებით

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ