შაბათი, ოქტომბერი 12, 2024
spot_img

ბოლნისში კონკურს-ფესტივალის „სხვა საქარველო სად არის“ შესარჩევი ტური გაიმართა

ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში მოსმენა-შერჩევა, მასტერკლასი „სხვა საქართველო სად არის“ შესარჩევი ტური გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო  ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა საესტრადო  ანსამბლმა  ლაურა დურგლიშვილის ხელმძღვანელობით.

ფესტივალი 2016 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად მხოლოდ ქვემო ქართლს მოიცავდა. მას შემდეგ კი მონაწილე მუნიციპალიტეტების ოდენობა ყოველწლიურად იზრდება. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა კოლექტივების და ინდივიდუალური შემსრულებლების წარმოჩენა, რაც ხელს უწყობს, როგორც ქართული სიმღერის და კულტურის პოპულარიზაციას, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას.

კონკურს-ფესტივალი მე-8-ე წელია იმართება და მიმდინარე წელს 17 მუნიციპალიტეტი ჩაერთო. კონკურსის ფინალური ნაწილი მარნეულში გაიმართება, სადაც გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური შემსრულებლები და გაიცემა გრანპრი. აღსანიშნავია, რომ კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველოს სად არის“ ფინანსური მხარდამჭერია კომპანია არემჯი.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები