[:en]ბოლნისში კოვიდ-19ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა[:]

0
97
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში საკვლევად 131 მასალა იყო გადაგზავნილი, მათ შორის 86 ტესტის ბიოლოგიური ნიმუშის პასუხიდან , 15 დადებითი აღმოჩნდა, აქედან 8 შემთხვევა სოფელ გეტას უკავშირდება, 7 კი მუშევანს. დანარჩენი ტესტის პასუხებს კოვიდ19-ზე ბოლნისში ამ დრომდე ელოდებიან. შექმნილი ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე ხვალ დილიდან დაიკეტება სოფელი გეტაც. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის 48 დასახლებიდან, ამ დროისათვის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში .
სწორედ ამ სოფლებს უკავშირდება დღეს გამოვლენილი COVID-19 -ის 15 შემთხვევა (გეტა-8;მუშევანი-7), აღსანიშნავია, რომ ამ სოფლებში, გუშინ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა ბიოლოგიური ნიმუშების ასაღებად და დაავადების გამოსავლენად.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სოფელ მუშევანში 25 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული ზომები, ხოლო ხვალიდან, დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა სოფელი გეტაც და დამატებით გატარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

აქვე აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის 40 დასახლებულ პუნქტში ინფიცირების შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა,”განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.

[:]
წინა სტატია[:en]საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ბოლნისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს[:]
შემდეგი სტატია[:en]ჯანდაცვის მინისტრმა, ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალ შემთხვევაზე ისაუბრა[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ