ბოლნისში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო

0
119
ვენახი

☑ საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას ბოლნისის მუნიციპალიტეტში ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს და მიზნად ისახავს ვენახების და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნას.

➡️ საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ბოლნისური ღვინის ხარისხის და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, ამასთან უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.

⤵️ ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით ვენახებისა და მევენახეების შესახებ, რომელიც შეიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ.

⬇️ ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც განვითარებულია მევენახეობა – მეღვინეობის ინდუსტრია. საქართველოს ვენახების კადასტრის შექმნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპული გამოცდილებისკენ.

წინა სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა
შემდეგი სტატიაბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობას რეაბილიტაცია უტარდება