ბოლნისში დავით ნავერიანის სახელობის ტურნირი დაიწყო

0
117

ბოლნისის ძიუდოს  დარბაზში, დავით ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეერვე საერთაშორისო ტურნირი, საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. შეჯიბრში მონაწილებას  2011-2012 წლებში დაბადებული  სპორტსმენები იღებენ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული 200-მდე ძიუდოისტი, 2 დღის განმავლობაში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. საერთაშორისო ტურნირში,  წელს პირველად, მონაწილეობას ძიუდოისტი გოგონები იღებენ.

დავით ნავერიანი არაერთი ტურნირის ჩემპიონი და პრიზიორი იყო,    როგორც ძიუდოში,  ასევე სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში.

შეჯიბრის გამარჯვებულები და პრიზიორები შესაბამისი მედლებით, სიგელებით და თასებით დაჯილდოვდებიან.

ტურნირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელშეწყობით ტარდება.

წინა სტატია„ნორჩ ნატურალისტთა კლუბს“  კონკურსში გამარჯვება  მუნიციპალიტეტის  მერმა  დავით შერაზადიშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა მიულოცეს
შემდეგი სტატიაფეინთბოლის ჩემპიონატი ბოლნისში

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ