[:en]ბოლნისში გარემოს შესაძლო ზემოქმედებასთან ასოცირებული ჯანმრთელობის რისკების შეფასების კვლევა დაიწყება[:]

0
69
[:en]

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიოსამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებმა ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან, მერთან დავით შერაზადიშვილთან, მერის მოადგილესთან ვალენტინა ნავერიანთან და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან მაკა მამარდაშვილთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „გარემოს ჯანმრთელობის რისკების შეფასება ბოლნისი-დმანისის რეგიონში“ დეტალებზე იმსჯელეს.

პროექტის ფარგლებში, საველე სამუშაოებისას საზოგადოებრივი აზრის შესწავლა იგეგმება. სამიზნე ჯგუფების გამოკიხვის საფუძველზე შიერჩევა დასახლებული პუნქტები, სადაც მოსახლეობაში ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდება და გარემო ფაქტორების ნიმუშების აღება მოხდება.

[:]
წინა სტატია[:en]Mamxuti və Talaveri icmalarında suvarma suyu problemi həll ediləcəkdir.[:]
შემდეგი სტატია[:en]ბოლნისის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ