ბოლნისში ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დაიწყო

0
109

ბოლნისის ძიუდოს დარბაზში, სპორტის დამსახურებული მწვრთნელის, ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი  მეთვრამეტე  საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკთა შორის მიმდინარეობს,  ორდღიან     ტურნირში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნორჩი ძიუდოისტები იღებენ მონაწილეობას,  შეჯიბრს  ფედერაციიდან მოწვეული საერთაშორისო და ეროვნული კატეგორიის მსაჯები აფასებენ.გამარჯვებულები   შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან. ასევე გამოვლინდება და სპეციალური პრიზი გადაეცემა ტურნირის  საუკეთესო მონაწილეს. ანზორ მარგველანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი  ბოლნისის ძიუდოს სკოლისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

წინა სტატიაგიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ბოლნისში ახალი პროექტები განხორციელდება

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ