ბოლნისში საბიბლიოთეკო კვირეული დაიწყო

0
334

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში მთავარი ბიბლიოთეკის ,,საბას“ დარბაზმა  ნიჭიერი  მკითხველების, ანი ფოცხვერაშვილისა და ანი ბეჟანიშვილის შემოქმედებით საღამოს  უმასპინძლა, სადაც წარმოდგენილი იყო საინტერესო  ნახატები და  ლიტერატურული ჩანახატები. 6 მაისის ჩათვლით ბოლნისის ბიბლიოთეკებში გაიმართება სხვადასხვა სახის  შემოქმედებითი ღონისძიებები.  

 საბიბლიოთეკო კვირეული 30 აპრილს,  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში შემავალი ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ მათ  ასოციაციისგან 2021-2022 წლებში საქართველოს საბიბლიოთეკო განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სერთიფიკატები გადაეცათ.

წინა სტატია„თამარიონმა“ ახალგაზრდა შემოქმედთა ხელოვნების ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიაგოგი მეშველიანი გერმანიის სასწავლო-გაცნობით ვიზიტში მონაწილეობს