ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, „ჩეხეთის ცენტრმა საქართველოში “, პროექტის ,,ქალები გმირები’’ გამოფენა მოაწყო, სადაც სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, ცნობილი და გამორჩეული ჩეხი ქალების პორტრეტები იყო წარმოდგენილი. გამოფენა კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უფროსკლასელთათვის მოეწყო და მიზნად ისახავდა ჩეხი გმირი ქალების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ასევე ქართველ გამოჩენილ გმირ ქალებზე ცნობადობის გაზრდას. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ თემაზე გამოცხადდა კონკურსი, სადაც მსურველ ახალგაზრდებს 10 დღის მანძილზე შეუძლიათ შექმნან სურათები ან კოლაჟი და წარმოადგინონ ესე. სამუშაო ჯგუფის მიერ შეირჩევა საუკეთესო ნამუშევრები, რომლის ავტორებიც საზეიმოდ დაჯილდოვდებიან სიმბოლური საჩუქრებით.