კვირა, თებერვალი 9, 2025
spot_img
Homeსპორტიბოლნისის „სიონმა“ გულშემატკივარს ახალწვეულები წარუდგინა

ბოლნისის „სიონმა“ გულშემატკივარს ახალწვეულები წარუდგინა

დღეს თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე „სიონის“ შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელების პრეზენტაცია გაიმართა. „სიონის“ დირექტორმა ლევან სილაგაძემ და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ  ახალწვეულებთან ერთად საზოგადოებას გუნდის ახალი კაპიტანი, ვარლამ კილასონია წარუდგინეს.

პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გუნდის სპონსორის, კომპანია „არემჯის“ კორპორაციული დირექტორი კახაბერ მჭედლიშვილი ესწრებოდნენ. ახალწვეულებს „სიონის“ მაისურები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა, კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლებმა და ბოლნისის „სიონის“ უხუცესმა გულშემატკივარმა ანზორ შეყილაძემ გადასცეს და  საფეხბურთო გუნდს ეროვნული ლიგის ახალ სეზონზე წარმატებები უსურვეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისური კლუბი გასულ წელს ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ბოლნისის „სიონი“ ეროვნულ ლიგაში პირველ მატჩს 25 თებერვალს ბათუმში გამართავს. „სიონი“ ლიგის მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი:

-„ბოლნისის „სიონი“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. ჩვენი გუნდი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა, რაც თითოეულ ბოლნისელს უდავოდ გვეამაყება. დღეს „სიონის“ ახალწვეულები და ახალი კაპიტანი გავიცანით.  ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს მსურს წარმატებები ვუსურვო. მჯერა, „სიონი“ ეროვნულ ლიგაში ღირსეულად იასპარეზებს და მის ერთგულ გულშემატკივარს კვლავაც გაახარებს.

ლევან სილაგაძე, საფეხბურთო კლუბ „სიონის“ დირექტორი:

– როგორც იცით ზეგ პირველი თამაში გვაქვს საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან ბათუმის „დინამოსთან“. ვემზადებით მაქსიმალურად,  შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩამოვაყალიბეთ ახალგაზრდული მებრძოლი გუნდი, რომელმაც უნდა იმუშაოს საკუთარი თავის გაზრდაზეც და კლუბზეც, ეს არის ჩვენი მიზანი. იმედია ნიჭიერი ახალგაზრდები,   კლუბს დიდ შედეგს და წარმატებას მოუტანენ. ეს არის ჩვენი მიზანი,  მინდა მადლობა გადავუხადო  გულშემატკივარს, სპონსორებს, ყველას ვინც  გვერდში გვიდგას.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები