პარასკევი, აპრილი 18, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის...

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროგრამების განვითარების კონსულტანტს შეხვდა

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, მიხეილ კორძაძე, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროგრამების განვითარების კონსულტანტი, შოთა მურღულია და ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ნინო ჩაკვეტაძე, ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საჯარო ადმინისტრირების პროგრამის შესახებ ისაუბრეს და შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებას. ,,დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროგრამების განვითარების კონსულტანტს, შოთა მურღულიას, შევხვდი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს აღნიშნულ უწყებასთან წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სამუშაო შეხვედრაზე საჯარო ადმინისტრირების პროგრამის შესახებ დეტალურად ვისაუბრეთ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განვიხილეთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები