ტრადიციულად, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ბოლნისის საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო დღის ცენტრის ბენეფიციარებს, დამდეგი ახალი წელი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან იროდი უგრეხელიძესთან ერთად მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა
დღის ცენტრის აღსაზრდელებმა, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ წელიწადის ეს დრო, სტუმრებს, ულამაზეს ფორმებში გამოწყობილებმა, საახალწლო თემატიკაზე, კონცერტი ჩაუტარეს. იმღერეს, იცეკვეს და ბოლოს ტრადიციულადმ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცენტრი 2009 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც სპეციალური საჭიროების სხვადასხვა სერვისით არაერთმა ბენეფიციარმა ისარგებლა