კვირა, თებერვალი 9, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაბოლნისის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სახელმძღვანელოს შესაქმნელად მუშაობა დაიწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სახელმძღვანელოს შესაქმნელად მუშაობა დაიწყო

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს წარმომადგენლების, სამოქალაქო სექტორის ჩართულობითა და GEC Consulting-ის წარმომადგენლების კონსულტაციით, მუნიციპალური განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდება.

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები მაია ცქიტიშვილი, ირაკლი მიზანდარი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ხელი ეწყობა ინკლუზიურ საჯარო კონსულტაციებს და ძლიერდება თემი ეფექტური მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის ჩამოყალიბდა სამუშაო და ტექნიკური ჯგუფები, რომელთა ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა გადამწყვეტი იქნება მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სახელმძღვანელოს შესაქმნელად.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები, პროექტის ძირითადი ეტაპები, ვადები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები