ქალთა საერთაშორისო დღე ქალბატონებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ღონისძიებით მიულოცა. კულტურის სახლის სცენაზე დამსწრე საზოგადოებისთვის ნატო გელაშვილმა და ჭოხოებმა, ბენდთან ერთად ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ქალაქური სიმღერები შეასრულეს. ქალბატონებისთვის მიძღვნილ საღამოს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, პირველ მოადგილესთან ერთად დაესწრო.